რეზონანსი
05.09.2018

 თბილისში, გაგარინის მოედანთან ახლოს, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან 70 წლამდე ასაკის მამაკაცი გადმოვარდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მეზობლები თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ. მათი თქმით, მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

ერთი-ერთი მეზობელი, გარდაცვლილის მეუღლეზე დაყრდნობით ამბობს, რომ მან თავად დაინახა თუ როგორ გადახტა მისი ქმარი აივნიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მამაკაცს, მეუღლე, შვილი და შვილიშვილები დარჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×