რეზონანსი
05.09.2018

 (რეზონანსი)ტელეკომპანია "იბერია" - ს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი,გადაცემის "თავისუფალი სივრცე" წამყვანი ვახო ხუზმიაშვილი"ფეისბუქი" -ს პირად გვერდზე წერს:

"გუშინ მძიმე დღე მქონდა, ბოლოს აღმოჩნდა, რომ მძიმე ეთერიც... სასწრაფო გამოვიძახეთ ეთერამდე რამდენიმესაათით ადრე და ექიმებმა გადასხმა გამიკეთეს.

ასე შევედი ეთერში საღამოს 8- ზე - როგორც დასრულდა დღე, ყველამ ნახა - გადაცემის სტუმარმა „თვისუფალსიცრცეში" მარიხუანას მოწევა გადაწყვიტა - მეორე სტუმარმა პატრული გამოიძახა.

მე, როგორც გადაცემის წამყვანმა ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა. სტუმარს მოვუწოდე, არ მოეწია ჩემსგადაცემაში.

შევხვდებით დღეს საღამოს 8- ზე, "იბერია"-ზე - „თავისუფალ სივრცეში", -წერს ხუზმიაშვილი.

გუშინ ღამით, ტელეკომპანია "იბერია"-ში საპატრულო პოლიცია მივიდა. სამართალდამცველები დიმიტრილორთქიფანიძემ გამოიძახა, რადგან სტუდიაში ყოფნისას, პირდაპირ ეთერში მყოფმა მისმა ოპონენტმა გიგამაქარაშვილმა სავარაუდოდ მარიხუანა მოწია.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს „ნარკოტიკულინივთიერების გარკვეული ფორმით თავსმოხვევის ფაქტზე" უჩივლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×