(რეზონანსი) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საბავშვო ბაღშიჭერი ჩამოინგრა.
ადგილობრივების თქმით, ერთ ოთახში ჭერი მთლიანად ჩამოინგრა.
როგორც ლანჩხუთის მუნიციაპლიტეტის მერის მოადგილე, გიორგი ფაცურია ამბობს, საბავშვო ბაღს სრული რეკონსტრუქცია გასულ წელს ჩაუტარდა. სამუშაოების მწარმოებელი ფირმა ვალდებულია ეს პრობლემა აღმოფხვრას, რადგანსაგარანტიო ვადები ჯერ დასრულებული არაა.
"რკინა-ბეტონის ფილებზე გიფსოკარდონი „შურუპებით" იყო მიმაგრებული.
ჩვენი წარმომადგენლები ინფრასრტრუქტურის სამსახურიდან უკვე დაუკავშირდნენ ფირმისხელმძღვანელობას, რათა უმოკლედ ვადებში მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება.
გარდა ამისა, მათ მოუწევთ დამატებითი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, რომ გაუგებრობა თავიდანავიცილოთ.
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, ეს პრობლემა მთლიანად იქნება მოგვარებული"- განუცხადა ფაცურიამ „ნიუპოსტს".