რეზონანსი
05.09.2018

2018 წლის პირველ 8 თვეში ისრაელის საზღვარი 9500 მოქალაქეს აქვს გადალახული.  ამავე ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის ტერიტორია ამ შუალედში დაახლოებით იგივე ოდენობის მოქალაქემ დატოვა. ისრაელში საქართველოს საელჩოს კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანის ინფორმაციით, საქართველოს პასპორტის მქონე იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებსაც ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მიეცათ, 1500-მდეა. 

ისრაელში მოგზაურობისას მოქალაქეებმა საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენლების მიზნობრიობაში დარწმუნება უნდა შეძლონ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ მოქალაქის ვიზიტი შეესაბამება იმ მიზნებს, რასაც უვიზო მიმოსვლის შეთანხმება ითვალისწინებს - არის მოკლევადიანი ტურისტული ვიზიტი ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად ან ახლობლების მოსანახულებლად სტუმრობა და ამ დროს მოქალაქის ოჯახის წევრი ან ახლობელი იმყოფება ისრაელში, ამ შემთხვევაში მაღალია რისკი, რომ საზღვრის გადმოკვეთის უფლება ვერ მიიღონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×