რეზონანსი
05.09.2018

 "შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-11 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ხ.შ., გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ბრალდებულმა, 1988 წელს დაბადებული თ.ც.-ს გაუპატიურება სცადა. მსხვერპლმა ხ.შ.-ს წინააღმდეგობა გაუწია და ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

სახმედრო მოსამსახურე, რომელსაც გაუპატიურების მცდელობაში ედება ბრალი თავდაცვის სამინისტრომ სამსახურიდან უკვე დაითხოვა.

ბრალდებული სამხედროს და კი ამბობს, რომ მისი ძმა უდანაშაულოა და საქმე "შეკერილია".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×