რეზონანსი
05.09.2018

 ლაგოდეხში სპეციალისტებმა სამონასტრო კომპლექსს მიაკვლიეს. სოფელ მსხალგორის ტყეში 4-წლიანი სამუშაოების შემდეგ გაირკვა, რომ ახლად აღმოჩენილი ნაგებობა სავარაუდოდ IX-X საუკუნეებით თარიღდება. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, ეკლესიის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სამარხები, ხოლო ტაძარში ძველი ქართული წარწერა და საწინამძღვრე ჯვრის ვერცხლის მორთულობა.

კომპლექსური არქეოლოგიური სამუშაოების მიხედვით, ტერიტორიაზე დიდი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობდა, რომელიც მონღოლთა შემოსევების დროს განადგურდა.

არქეოლოგიურ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×