რეზონანსი
06.09.2018

 ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე "ქართული ოცნების" მიერ, საზარელი მკვლელობის შესახებ შემუშავებულ დოკუმენტს ეხმაურება. შვილმოკლული მამა საქართველოს ხელისუფლებას ჰპირდება, რომ ქართველ ხალხთან ერთად გამოუტანს მათ განაჩენს.

"სახელმწიფო მოხელეები კონკრეტულად "ქართული ოცნება" იცავს მკვლელებს და ანალოგიურად თავად არიან მკვლელები. ზაზა სარალიძის მთავარი კითხვაა - ვინ მოკლა ჩემი შვილი? თქვენ ვერ გაეცით ამ კითხვაზე პასუხი რაც ისედაც ცხადი იყო. ახლა კი ჩემი და საქართველოს მოქმედების დროა. ჩვენ ერთად გამოვიტანთ მკვლელი ხელისუფლების განაჩენს.

მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა დასკვნა დადეს, სადაც იკვეთება,რომ დამნაშავე არავინ არაა და ჩემმა შვილმა თავისივე ხელით მიიყენა სასიკვდილო ჭრილობები. თურმე ზაზა სარალიძე ითხოვს სუბელიანის პასუხისმგებლობას, ვინ გაღუნა დანა და ვინ დაანგრია ფარდული და არ ითხოვს, ვინ მოკლა დავით სარალიძე.

თქვენ დავით ზაზას ძე სარალიძე მოგაყენებთ პოლიტიკურ სასიკვდილო ჭრილობებს. თქვენი მომთრევის დედაც".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×