რეზონანსი
06.09.2018

 ისევ მძიმეა ფოთში, აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

აფეთქების შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

შემთხვევა ფოთში 5 სექტემბერს მოხდა. ადგილზე დაიღუპა 41 წლის კაცი. სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი კი მძიმედ დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×