რეზონანსი
06.09.2018

 ქართველი მორივის ავთანდილ ხურციძის განაჩენს ნიუ იორკის სასამართლო 7 სექტემბერს გამოაცხადებს

ციხეში მყოფი ქართველი მოკრივის ავთანდილ ხურციძის განაჩენი ორ დღეში გახდება ცნობილი. ამ ინფორმაციას თავად მსჯავრდებული ავრცელებს. სასამართლო 7 სექტემბერს, დილის 10:00 საათზე გაიმართება.

ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას დააკავეს. სპეცოპერაციისას დაკავებულ 33 პირს შორის 15 წარმოშობით ქართველი იყო. დაკავებულებს ამერიკის იუსტიციის სამინისტრო საბჭოთა კრიმინალურ დაჯგუფებად – „შულაია ენთერფრაიზად“ მოიხსენიებდა. ჯგუფის წევრებს გამოძიებამ მძიმე ბრალდებები წაუყენა, მათ შორის კონტრაბანდა, რეკეტი, არალეგალური აზარტული თამაშები, ფულის გამოძალვა, თაღლითობა, ფინანსური მაქინაციები. ე.წ. შულაია ენთერფრაიზის დაჯგუფების ლიდერად გამომძიებლებმა ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე, 40 წლის რაჟდენ შულაია დაასახელეს. 37 წლის ავთანდილ ხურციძე კი, მეტსახელად „ჩაქუჩა“ საბრალდებო მასალების მიხედვით რუსული მაფიის ბოსის – რაჟდენ შულაიას „კუნთი“ იყო ბრუკლინში.

მსაჯულებმა ხურციძეს ბრალი ორ მთავარ ბრალდებაზე – რეკეტსა და თაღლითობაზე დაუდასტურეს, რომელზეც ცალ-ცალკე მაქსიმალური სასჯელი 20 წლამდე პატიმრობაა. თუმცა, სავარაუდოდ, "ჩაქუჩა" უფრო ოილ სასჯელს მიიღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×