(რეზონანსი) ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს:
„თბილისში რამდენიმე სახლი დანგრევის საფრთხის ქვეშაა, ამ წუთებში...
ამ წუთებში, სანამ ვწერ, რამდენიმე ოჯახი, შესაძლოა, საცხოვრებლის გარეშე დარჩეს.
ვის უკვირს თბილისში ავარიული სახლები, გასაგებია, მრავლადაა, მაგრამ, ეს სხვა შემთხვევაა, ამ სახლებს ძალითვაზიანეთ, ხელოვნურად ვწირავთ დასანგრევად.
ყველაფერი ბანალურად დაიწყო - თმოგვის მეორე შესახვევის მაცხოვრებლებმა, თბილისის მერიას, მიმართესსამანქანო გზის სარემონტო სამუშაოების ჩატარების თხოვნით.
რაღაც პერიოდის შემდეგ, მაცხოვებელთა თხოვნა დააკმაყოფილა მერიამ, მივიდა ადგილზე კომპანია, რომელმაცდაიწყო გზის საფარის ათხრა და ათხარა კიდეც მთლიანად.
ათხარა და გაჩერდა - უიო, უთქვამთ მაცხოვრებლებისთვის, გეოლოგების მიერ გადმოცემულ დასკვნაში წერია, რომაქ კლდე დაგვხვდებოდა, არადა მიწააო და გაქცეულან...
შორს კი არ გაქცეულან, კაცო. იქვე, გვერდით უბანში, სხვა გზას თხრიან ახლა...
გაწვიმდა თუ არა, ეს საფარმომძვრალი გზა, ჩამოიშალა, იმავე საღამოს გასკდა წყლისა და გაზის ცენტრალურიმილები, რომლებიც, ღია ცის ქვეშ დაყრილი დატოვეს. მიწა წამოვიდა და სახლის სახურავები დაფარა. ნიაღვამაკვალი გაიკეთა, საცხოვრებელ სახლში შევარდა და ჭერი ჩამოანგრია, სახლებს ბზარები უჩნდებათ, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არის თმოგვის მეორე შესახევი და მისი პარალელური - ქართლის ქუჩა, რადგან, კიდევ ერთი გაწვიმების შემდეგ, მიწამ თუ ისევ დაიწყო მოძრაობა, მინიმუმ, რამდენიმე სახლს დაანგრევს.
გზა, რა თქმა უნდა, აღარ არსებობს. საფეხმავლო ბილიკი დარჩა და იმაზე გავლაც სახიფათოა.
მერია და გამგეობა ადგილზე მისვლასაც არ კადრულობს, მინიმუმ, ბოდიშის მოსახდელად, მინიმუმ, მდგომარეობის შესაფასებლად.
კომპანია, რომელიც უპასუხისმგებლოდ მოეკიდა დაკისრებულ ვალდებულებას და გზა რესტავრაციის მაგიერ - დაანგრია, ახლა სხვა გზას თხრის - არავინ სთხოვს პასუხს.
არავინ სთხოვს პასუხს გეოლოდებსაც - თუ მართლა არასწორი იყო მათი დასკვნა.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მისწერეს ტელევიზიებს და მათ დირექტორებს, ადგილზეარ მისულა არც ერთი გადამღები ჯგუფი.
რა გვეჩქარება, ჯერ სურათი ნაკლებტრაგიკულია, ბარემ დაინგრეს ეს სახლები და მივალთ მერე, ვივიშვიშებთ, დავიწყებთ მტყუან-მართლის გარჩევას და გადაბრალებას.
ამწამს, 5 სახლია დასანგრევად განწირული, მათი რაოდენობა გაიზრდება, რადგან, ჯერ გზის მხოლოდ ერთიმონაკვეთი ჩამოიშალა, არადა, მთელი გზა ჩამოშლის საფრთხის ქვეშ დგას.
კახა კალაძე მარტო თუ მუშაობ და არ იცი როდის იქნება მზად გზა - თქვი, თუ არადა, ერთ სულელ გეოლოგს, ერთუპასუხისგებლო კომპანიას თუ არ გადააყოლებ ორი ქუჩის მაცხოვრებლებს - კარგს იზამ. თქვენი აშენებულია, რომანგრევთ? დღის არქიტექტურას არ მოუხდა გზა და სახლები, თუ ღამის ეკონომიკას?
აი, გზის დაგებას და ამ ოჯახებისთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას რომმორჩები, მერე მერიის სამსახურსაც რომ მიხედო - კი არ იქნებოდა ურიგო.
ნიკა გვარამია, როგორც მითხრეს, ჩემამდე თქვენთვის მოუწერიათ ამ ოჯახებს თავიანთ გასაჭირზე - ხოდა, თქვენცმარტო მუშაობთ და არც ოპერატორია მზად?
არადა, სანამ ახლა ვწერ, სანამ გთაგავთ, სანამ კითხულობთ, ამ მომენტში ადამიანები სხედან და შიშით უყურებენმიწაგადაყრილ სახურავს, გაბზარულ კედლებს, ჩამონგრეულ ჭერს...
ამ მომენტში ოჯახებს, მინიმუმ, უსახლ-კაროდ დარჩენა ემუქრებათ, მაქსიმუმ - არ ვიტყვი...
p.s. არკვიეთ ახლა ვინ მომისყიდა... რომელმა ერთმა, რომელმა..." - წერს თამო კეშელავა.