რეზონანსი
06.09.2018

 (რეზონანსი) მოსკოვის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი, გიორგი გუგუშვილი („გოგა ფოთისკი") მკვლელობაში ბრალდებულად ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმის მასალების მიხედვით, 2013 წლის 8 ივნისს მოსკოველ ბიზნესმენთან, ალექსანდრე ხარჩენკოსთან შელაპარაკების დროს გუგუშვილმა მას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ბიზნესმენი რამდენიმე საათის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ოთხი წლის განმავლობაში ძებნაში მყოფი გუგუშვილი 2018 წლის მარტში დააკავეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×