რეზონანსი
06.09.2018

 (რეზონანსი) 23-24 აგვისტოს ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილში უცნობი ნივთიერების გაჟონვა მოხდა. შედეგად მოიწამლნენ არმიანსკის და მისი შემოგარენის მაცხოვრებლები. რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი ყირიმის ხელმძღვანელის სერგეი აკსენოვის თქმით, დაბინძურების მიზეზი ქარხანა „ყირიმის ტიტანიდან" გოგირდის ანჰიდრიდის გაჟონვა გახდა. ქალაქში ყვითელი წებოვანი მასით დაიფარა მეტალის ყველა საგანი, სახურავები, ასფალტი. მოსახლეობის თქმით, ხმობა დაიწყეს მცენარეებმაც.

4 სექტემბერს არმიანსკიდან დაიწყეს ბავშვების გაყვანა ყირიმის სანატორიუმებში. აკსენოვის თქმით, ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციამ დასაშვებ ნორმას გადააჭარბა, რის გამოც ქარხანამ მუშაობა დროებით შეაჩერა.

განსხვავებით რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისა, უკრაინის ხელისუფლება მის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე ქიმიური ნარჩენების ობიექტის დაზიანება აგვისტოში ჩატარებული სამხედრო წვრთნების დროს მოხდა:

„რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება ცილობს დამალოს ეკოლოგიური პრობლემების მასშაბი და თავი აარიდოს პასუხისმგებლობას მათ წარმოშობაზე"- განაცხადეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროში.

ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰაერში მოხვედრილმა ქიმიურმა ნარჩენებმა უკვე ხერსონის ოლქამდეც მიაღწია.

ყირიმის „ხელისუფლების" განცხადების მიუხედავად, რომ პანიკის მიზეზი არ არსებობს მოსახლეობა მაინც პანიკაშია. ისინი გარეთ გამოსვლისგან თავს იკავებენ.

აღნიშნულ თემაზე საეჭვოდ დუმს რუსულილ სახელისუფლებო მედია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×