რეზონანსი
06.09.2018

 (რეზონანსი) ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის დედასა დავეფხვია ბაქრაძის შვილს შორის საქალაქო სასამართლოში სიტყვიერი დაფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის საქმის სასამართლო განხილვა დაიხურა. პროკურორგიორგი შაიშმელაშვილის განმარტებით, მოცემული საქმე სენსიტიურია, ეხება ოჯახურ დანაშაულს და შესაბამისად,სასამართლოზე პირადი ინფორმაციები გაჟღერდება. აქედან გამომდინარე, პროკურორმა ყველა სასამართლოპროცესის დახურვა იშუამდგომლა.

სახელმწიფო ბრალდების აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე და ბრალდებულებიც ვეფხია ბაქრაძე დათემურ ბაქრაძეც დაეთნხმნენ.

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძეთელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახმკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადოპატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძედანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადითთავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×