მარიამ კუპატაძე
06.09.2018

 9 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. შეხვედრა „დინამო არენაზე" გაიმართება.

ფეხბურთელ გურამ კაშიას მხარდამჭერები 9 სექტემბერს საქართველო-ლატვიის საფეხბურთო მატჩზე დასწრებასა და გურამ კაშიას მხარდაჭერას გეგმავენ.

მხარდამჭერები დეზინფორმაციას უწოდებენ მოძრაობა „ქართული მარშის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დინამოს სტადიონზე „გეი აღლუმი" უნდა გაიმართოს.

"როგორც უკვე ქართული "ფარშის" ყოფილმა წევრმა ლადო სადღობელაშვილმა აღნიშნა, იგეგმება პროვაკაციები. ცალსახად ვადასტურებ - არანაირი გეი-აღლუმი არ ტარდება, ესეც მორიგი პროვოკაციაა ხალხის მოსაზიდად. მე ვაფრთხილებ ყველას: არ გაბედოთ მუშტის მოქნევა, თორემ კანონი მოგთხოვთ პასუხს!" - აღნიშნა ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტმა, შაკო კუჭაშვილმა.

საზოგადოების ის ნაწილი, ვინც მიიჩნევს, რომ კაშია უსამართლო აგრესიის მსხვერპლია, 9 სექტემბრის მატჩზე კაშიას მხარდამჭერი ბანერებითა და იმ ფერადი სამკლაურებით მივლენ, სწორედ ისეთი სამკლავურებითმ რის გამოც კაშია გააკრიტიკეს.

ფერადი სამკლავურები უკვე მზადაა და მოხალისეები ელიან, რომ საფეხბურთო მატჩზე ამ სამკლავურით კაშიას ბევრი მხარდამჭერი მივა.

პარალელურ რეჟიმში აქციას აანონსებს „ქართული მარშიც", რომლის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ხალხს მოუწოდებს, არ დაუშვას „ლგბტ სამკლავურით სტადიონზე ვინმეს მისვლა".

28 აგვისტოს გურამ კაშიამ ფეისბუკისა და ინსტაგრამის ანგარიშები დახურა. მისი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის შეურაცხმყოფელი სტატუსები, რაც უეფას ჯილდოს მოჰყვა.

22 აგვისტოს უეფამ გურამ კაშია თანასწორობის პრიზით დააჯილდოვა ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის.

„ქართული მარშის" უკვე ყოფილი წევრი ლადო სადღობელაშვილი 9 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებს უგულშემატკივრებს.

როგორც სადრობელაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, ის არ ეთანხმება რიგი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროტესტის ფორმას, რომელიც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრის, გურამ კაშიას წინააღმდეგ იგეგმება.

„სავარაუდოდ, მივალ და ვუგულშემატკივრებ საქართველოს ნაკრებს. მართალია, იქ კაშია თამაშობს, მაგრამ ეს არის ჩვენი ეროვნული ნაკრები და არ მაქვს უფლება სხვანაირად მოვიქცე. მე არ ვეთანხმები იმ ფორმებს, რა ფორმითაც აპირებენ რიგი ორგანიზაციები, გააპროტესტონ კაშიას თამაში. ეს უკვე მარაზმს ემსგავსება. აღარ მომწონს ასეთი ფორმა," - აღნიშნა ლადო სადღობელაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×