
გიგა მაქარაშვილი ტელეკომპანია “იბერიის” პირდაპირ ეთერში მარიხუანას მოწევის გამო ბოდიშს იხდის და სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს:
“ჩემგან სრულიად დაუგეგმავად პირდაპირ ეთერში მოწევა შესაძლებელია მარიხუანის პოპულარიზაციის და პროპაგანდის მცდელობად ყოფილიყო აღქმული, რაც კატეგორიულად არ მინდოდა და ძალიან ვდარდობ.
ბოდიშს ვუხდი ყველა ბავშვს, ვინც ეს კადრები ნახა და იფიქრა რომ უნდა მომბაძოს. არ უნდა მომბაძოთ. უბრალოდ ისე უნდა მოიქცეთ როგორც საჭიროდ თვლით და უნდა იცოდეთ კანონი, რომელიც უშუალოდ კანაფის მოხმარებას არ კრძალავს.
რაც შეეხება ჩემს საქმეს, დეტალური გამოკვლევის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩემს სისხლიში ვერცერთი აკრძალული ნივთიერების კვალი ვერ აღმოაჩინა და ახლა მხოლოდ მარიხუანის პროპაგანდის ბრალდებით მემუქრება ადმინისტრაციული სასჯელი, რომელსაც თუ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება აუცილებლად გადავიხდი.
მედარდება იმ მშობლებზე, ვინც საღამოს ეთერში ”იბერიას” აყურებინებს ბავშვებს სადაც 2 ბნელი და 1 ჩემნაირი დარტყმული განიხილავს ნარკოპოლიტიკას! წარმატებები ჩვენს ქვეყანა”, – წერს გიგა მაქარაშვილი.