რეზონანსი
06.09.2018

 თბილისის ფილარმონიაში 2019 წლის 3 მარტს ადრიანო ჩელენტანოს შოუ გაიმართება, მაგრამ იქ ლეგენდარული მომღერალი არ იქნება. მის ნაცვლად კონცერტის ჩასატარებლად საქართველოს დედაქალაქში "ჩელეს" ოფიციალური ორეული ადოლფო სებასტიანო ჩამოვა. ადრიანო ჩელენტანო 80 წელს არის მიღწეული, მისი ორეული კი 59 წლისას. 

"დროის ნაკლებობის გამო ჩელენტანომ თავის ორეულზე დაიწყო ფიქრი. ამგვარად, 2002 წელს მან თავის ოფიციალურ ორეულთან, ადოლფო სებასტიანთან ერთად დაიწყო საქმიანობა. ის (ორეული) ძალიან ჰგავდა ჩელენტანოს. მისი გარეგნობა, აღნაგობა და ხმა იყო იგივე. ასევე, ადოლფოს მუსიკალურმა ნიჭმა მას მისცა საშუალება, ჩამოეყალიბებინა საკუთარი ბენდი “Adriano Celentano Tribute”. ის დღემდე ძალიან პოპულარულია”, – აღნიშნულია ადრიანო სებასტიანოს ოფიციალურ გვერდზე.

სებასტიანო და ჩელენტანო შეთანხმებულად მართავენ ჩელენტანოს კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა საკონცერტო დარბაზში. თბილისში ბილეთები უკვე იყიდება და მისი ღირებულება 25 ლარიდან იწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×