(რეზონანსი) გოცირიძე ფეისბუქზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, შესაძლებელია ისე დამესრულებინა ჩემი მივლინება ამ ქვეყნად, რომ ეს მაგარი ადამიანები საერთოდ არც კი გამეცნო. მე პირადად ბიძინა ივანიშვილს მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ "მაიძულა" ისეთი მაგარი სამეგობრო შემეძინა, რომელთან ერთადაც მიწევს ფასეულობების დაცვა და 6 წლიანი უძილო ღამეების თენება იდეოლოგიურ ოში! ეს ის სამეგობროა, რომელზეც საუკეთესო სიზმარშიაც კი ვერ ვიოცნებებდი!
ბედნიერი ვარ, რომ ამ სამეგობროსთან ერთად მომიწევს საკუთარი არჩევანის დაცვა, საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, ბედნიერი ვარ, როცა წარმოვიდგენ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, როგორ ვიბრუნებთ პატრიოტ ემიგრანტებს, მათთან ერთად სახელმწიფო სამსახურებში როგორ ვაგრძელებთ ქვეყნის შენება-განვითარებას, მეგობრობას და თანამშრომლობას
მადლობა ბატონო ბიძინა, ის რაც 9 წლის მანძილზე ვერ შეძლო ნაცმომ, თქვენ მოსვლისთანავე გამოგივიდათ და თან ისე კარგად, რომ ქვეყანა ლუსტრაციის კანონის მიღებას გადაარჩინეთ და ვინ იცის, იქნებ ესეც კი იყო თქვენი მთავარი მიზანი.
მე მიყვარს ჩემი ერი თავის ქოც-ნაციანად, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი უზარმაზარი სამეგობრო და განსაკუთრებით მიყვარხართ ჩემო მეგობრებო, რომლებმაც ქოციანობის დროს ვიპოვეთ ერთმანეთი და გავერთიანდით არა უფასო ფულის ან ფასიანი ქაღალდების, არამედ ფასეულობების ირგვლივ", - წერს მეგი გოცირიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე