რეზონანსი
06.09.2018

 (რეზონანსი) ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატების ვიზიტი ბრიუსელში ევროპასთან ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესის დაზიანების მცდელობაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს.

მისივე შეფასებით, „ჩვენი ქვეყნის წარმატება ოპოზიციას გულზე ძალიან ხვდება".

„ევროპარლამენტი პირველად აფასებს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების საკითხს და ამ შეფასებისთვის მომზადებული ანგარიში არის ძალიან პოზიტიური. ანგარიშში აღნიშნულია ჩვენი ქვეყნის მიღწევები და ის რეფორმები, რომელიც ევროპასთან გვაახლოებს. ბოლო დღეების განმავლობაში გამოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატება ძალიან ხვდება გულზე ოპოზიციას. უკვე ვნახეთ მცდელობა სხვადასხვა ანგარიშებზე საუბრით საზოგადოების აზრის მანიპულირების, დღეს კი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატების ვიზიტი ბრიუსელში ემსახურება ერთადერთ მიზანს, როგორმე დააზიანონ ეს პროცესი და ქვეყანამ ვერ შეძლოს იმ დადებითი შეფასებების მიღება, რომელსაც იმსახურებს. ოპოზიციისგან ეს გასაკვირი არ არის, ადრეც არაერთხელ უცდიათ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს მათი მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×