რეზონანსი
06.09.2018

 (რეზონანსი) „საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი არის პროკურატურისთვის", - ასე აფასებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლეწევრი ანა დოლიძე 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას.

როგორც დოლიძე აცხადებს, დასკვნა „ნამდვილად სოლიდური ნამუშევარია".

„საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა არის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი პროკურატურისთვის. დასკვნა არის ნამდვილად სოლიდური ნამუშევარი და კომისიის მუშაობა ძალიან კარგი პრეცედენტი. ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფიასკოს ამბავი უნდა ვასწავლოთ იურიდული ფაკულტეტების პირველ კურსზე: როგორ არ უნდა მოიქცე გამოძიების დროს", - წერს დოლიძე სოციალურ ქსელში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×