რეზონანსი
06.09.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ასტანაში, ყაზახეთის ეროვნული ნაკრები 2:0 დაამარცხა და UEFA-ს ერთა ლიგა მოგებით დაიწყო.

თამაშის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. პირველი გოლი მეორე ტაიმში, 69-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა. მეორე გოლი კი 74 წუთზე გავიდა. გოლი საკუთარ კარში ყაზახეთის ნაკრების ფეხბურთელმა, სერგეი მალიმ გაიტანა.

UEFA-ს ახალი საკვალიფიკაციო ტურნირი, სწორედ ამ მატჩით დაიწყო. ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი საქართველო-ლატვიას შორის თბილისში, დინამო არენაზე 9 სექტემბერს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×