ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი საწვავის ფასის შესახებ საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს:
„დღეს ბენზინი კიდევ გაძვირდა, 1 ლიტრში 2,67 ლარს ვიხდი, არნახულად ძვირია საქართველოს პირობებში. როგორც მახსოვს ჩვენთან ასეთი ძვირი ნავთობი არასდროს ყოფილა, 2008 წელსაც კი, როცა 1 ბარელის ფასი 150 დოლარზე იყო ასული (ახლა 80-ის ფარგლებშია).
კვირიკაშვილი პირველ რიგში ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდის გამო იყო გასაშვები ან საერთოდ ვის მოუვიდა აზრად ამის გაკეთება, ვითომ იმპორტი უნდა შემცირებულიყო და აბსოლუტურად საპირისპირო მივიღეთ. ჯერ იმით დავიწყოთ, რომ ნავთობი ფასის მიმართ არაელასტიური პროდუქტია (ანუ ფასის ზრდა მისი მოხმარების ავტომატურ შემცირებას არ ნიშნავს), ფაქტი სახეზეა 2017-18 ნავთობის იმპორტი ძალიან გაზრდილია. მეორეც, აქციზი რეგრესული გადასახადია, ანუ ის ტვირთად აწვება მოსახლეობის შედარებით ღარიბ ფენას", - აცხადებს ჯანიაშვილი.