რეზონანსი
06.09.2018

 სოფელ გლდანის მიმდებარე ტყის პირას მოქალაქემ შველი იპოვა. 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, სოფელ გლდანში გამოცხადდნენ, სადაც მოქალაქემ ტყის პირას შველი იპოვა.

cyc.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შველს ფეხზე დაზიანება აღენიშნებოდა, რის გამოც თბილისის ზოოპარკში მოხდა მისი გადაყვანა, სადაც მას დაშავებული ადგილები ანტისეპტიკური ხსნარით დაუმუშავეს. შველის რეაბილიტაციის პროცესი თბილისის ზოოპარკში გაგრძელდება და როდესაც მიბარებული შველი სრულად გამოჯანმრთელდება, მოხდება მისი ველურ ბუნებაში დაბრუნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×