რეზონანსი
07.09.2018

 მომღერალი მარკუს მეტრეველი საქართველოში არსებულ თავისუბურ კონკურენციაზე საუბრობს, რომელიც შოუბიზნესშია დამკვიდრებული.

"საბერძნეთიდან აქ რომ ჩამოვედი, 6-თვიანი დეპრესია მქონდა, მაგრამ მე დავბრუნდი ჩემს სახლში, ჩემს ქვეყანაში და დღეს ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ვემსახურები ჩემს პროფესიას ჩემს სამშობლოში. 20 წელი არ ვყოფილვარ საქართველოში და ეს დაბრუნება აუცილებელიც კი იყო იმიტომ, რომ, საბოლოო ჯამში, ყველა თავის ქვეყანაში ბრუნდება.

ჩვენთან არის დაბლოკვები და ჩაძირვები, ამ პატარა ქვეყანაში და შოუბიზნესში ვიღაც რომ ჩაგძირავს, ჩემთვის ცოტა მიუღებელი და სასაცილოა. როგორ შეიძლება სცენაზე ჩანდეს მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანი? პირიქით, რაც მეტი იმღერებს, უკეთესია, მივესალმები ჯანსაღ კონკურენციას", - განუცხადა "სარკეს" მეტრეველმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×