ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის მოსაზრებას აქვეყნებს:
"ღმერთო, შენ უშველე ყველა გაჭირვებულს, სიდებილემდე ოპტიმისტს, მცირედით დიდად გულმოცემულს, მოკლე მეხსიერების მქონეს და გრძელი ენით მოტრაბახეს.
მოკლედ, გადმოხედე საქართველოს ნაკრების ყველა გულშემატკივარს, ვინც დღეს ნაპერწკლებს ისვრის და რა მაგარი გუნდიაო, კივის.
ისე, თუ გინდა, მარტო მე მიშველე, სასოწარკვეთილს. ეგენი ლატვიის მერე ისედაც განიკურნებიან, თავისით".