ტელეკომპანია "იბერიის" საინფორმაციო სამსახურის ხელმზღვანელის ვახო ხუზმიაშვილის განცხადებით, ტელევიზია საფრთეხია. როგორც ხუზმნიაშვილმა პირადირ ეთერში განაცხადა, კომპანია "ომეგა", რომლის შემადგენლობაში შედის "იბერია" პარალიზებულია.
ტელევიზიის ჟურნალისტები ხელისუფლების მხრიდამ მიზანმიმართულ ქმედებაზე საუბრობენ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო სექტორსა და კოლეგებს მიმართავენ.
"ტელეკომპანია იბერიას 1 წლის განმავლობაში უკვე მეორედ უწევს საგანგებო განცხადების გავრცელება. ტელევიზიის მუშაობა სერიოზული საფრთხის ქვეშაა. იბერიას ხელისუფლებამ გადაუკეტა დაფინანსების მთავარი წყარო- კომპანია "ომეგა ჯგუფი", რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია "იბერია", პარალიზებულია. ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გააჩერა ფაბრიკა. ჟურნალისტებს გავქვს ინფორმაცია, რომ ეს ხდება საგანგებოდ, რომ აღარ ისმოდეს ჩვენი ეთერიდან კრიტიკული აზრი.
"როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანია დაიხუროს ტელეკომპანია "იბერია" და ვეღარ მოვახერხოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობის გაგრძელება. ჩვენ გავქვს ინფორმაცია, რომ "ომეგა" ჯგუფზე ხდება ზეწოლა, რათა ხელში ჩაიგდონ "იბერია". ჟურნალისტები კატეგორიულად მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყდეს დარტყმა დამოუკიდებელ მედიაზე და მიეცეს მუშაობის საშულება "ომეგა" ჯგუფს. მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს, არასამთავრობოებს, ჩვენს კოლეგებს, დაგვიჭირონ მხარი, რომ არ შეწყვიტოს მაუწყებლობა ტელეკომპანია "იბერიამ", - განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.
"ომეგა" ჯგუფის ხელმძღვანელის ზაზა ოქუაშვილის თქმით, "ბანდისმიერი, კრიმინალური ძალაა აღამართული თავისუფალი ტელევიზიის და ბიზნესის წინააღდეგ".
ოქუაშვილი აცადებს, რომ ის ამჟამად შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, უცხოელ ადვოკატებთან გადის კონსულტაციებს.
"ეს არის ყველა ქართველისთვის, ყველა მოქალაქისთვის ყველაზე აუცილებელი მისია, რომ ჩვენ დავიცვათ თავისუფალი მედია, თავისუფალი ტელევიზია და არ მივცეთ საშუალება არავის, არცერთ ბანდას, რაც არ უნდა სახელმწიფო და თანამდებობა ერქვას, რომ თავისფალ მედიაზე ხელი აღმართოს. მე უცხოეთში გავდივარ კონსულტაციას. გავითვალისწინებ უცხოურ რეალობას თუ არის რამე შველა, როცა ხელია აღმართული და ბანდიმიერი კრიმილაური ძალა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, რომელიც მას ასაზრდოვებს. ფაქტობრივად, წესები არ არსებოს, რომელსაც შეიძლება ადამიანმი გაყვეს და ააწყოს მომავალი საქართველოში. კი ბატონო, თუ ეს მოიტანს სიმართლეს და კანონიერებას "ომეგა" შეეწიროს და ამისთვის მზად არის, მაგრამ თუ ეს ყველა ქართველს, ყველა ბიზნესმენს მოგვიტანს უარესს, მაშინ ხმა უნდა ამოვიღოთ, სანამ დროა. "ომეგა" საქართველოს განვითარებისთვის, თავისუფალი მედიის არსებობისთვის ყველა ძალას მოიხმარს, რომ სიმართლის წინაშე დადგეს. იმედია, რომ გონს მოვლენ. მაგრამ თუ ასე გაგრძელდა თავისუფალი მედია თავისას იტყვის და თავის ვალს შეასრულებს", - აცხადებს ზაზა ოქუაშვილი.