რეზონანსი
07.09.2018

 (რეზონანსი) გასული წლის 29 დეკემბერის, თბილისში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. 19 წლის დავით ტორიაშვილის დასახიჩრებულ ცხედარს, მხოლოდ 10 დღის შემდეგ მიაგნეს. სასტიკ დანაშაულში ბრალდებული 27 წლის ნიკოლოზ ქისტაურია. როგორც ირკვევა, 19 წლის ბიჭის სადისტურ მკვლელობას თვითმხილველები ჰყავდა. თუმცა პირთა ფართო წრემ გამოძიებასთან არ ითანამშრომლა.

ნიკოლოზ ქისტაურს განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება-გასაღებისათვის, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქალაქო სასამართოს ინფორმაციით, 29 დეკემბერს ბრალდებულის სახლში, შურისძიების მოტივით, მის მიერ უკანონდ შეძენილი და შენახული იარაღიდან განზრახ მკველების მიზნით, ტორიაშვილს ორჯერ ესროლა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა ახალგაზრდას რამდენჯერმე დაარტყა ყელისა და ტანის არეში, რის შემდეგაც ტორიაშვილი დაიღუპა.

მათივე ინფორმაციით, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა გვამი მდინარე მტკვართან ხევში გადააგდო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე საღამოს, ქისტაური მეგობრებთან ერთად ხევში ჩავიდა და ერთ-ერთი მეგობრის დახმარებით, გვამი გადამალვის მიზნით მდინარე მტკვარში გადააგდო.

უკვე იანვრის დასაწყისში ბრალდებულმა, რომელიც მკვლელობის იარაღს ჩანთით ატარებდა, ცეცხლსასროლი იარაღი მეგობარს მიუტანა და მოახდინა მისი გასაღება. 2018 წლის 9 იანვარს, სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი ბრალდებულის მეგობრის საცხოვრებელის სახის სარდაფიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×