რეზონანსი
07.09.2018

 (რეზონანსი) „ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე ფეისბუქზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

"ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონდება" როგორც მოსალოდნელი იყო-კაშიას ლგბტ სამკლაურმა გაგრძელება ჰპოვა!!!

"დაზუსტებული ინფორმაციით - უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სასამართლოში შევა ლგბტ ორგანიზაციების და სახალხო დამცველის სარჩელი, რომლის მიხედვითაც არაკონსტიტუციურად იქნება ცნობილი ჩანაწერი კონსტიტუციაში - "ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ერთობა" და დაკანონდება - კანონიერად გამოცხადდება ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება, მათ უფლება მიეცემათ აიყვანონ შვილებად ბავშვები, ისარგებლონ ქორწინების ყველა უფლებით და ა.შ.

აი რა შედეგებამდე მიგვიყვანა კაშიას ლგბტ სამკლაურმა, მისმა მხარდაჭერამ!!! ახლა გინდა ჩობანებით და მწყემსებით დაკომპლექტებულ ყაზახეთთან გამარჯვება იზეიმეთ და გინდაც პარიკმახერებით და მეთევზეებით დაკომპლექტებულ ანდორასთან"- წერს სანდრო ბრეგაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×