(რეზონანსი) ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ფეისბუქზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ესე იგი, ბიძინას ერთი კარგი იდეა მოუვიდა, არჩევნებზე არც ჩვენი კანდიდატი დააყენოთ და არც ვინმეს დაუჭიროთ მხარიო. მერე შეეშინდათ, ასეთ ვითარებაში ნაცებმა არ გაიმარჯვონო და გადაწყვიტეს "ჭრელო პეპელა" ეთამაშათ, თავად არ დავასახელებთ, მაგრამ არსებული კანდიდატებიდან ვინმეს დავუჭერთ მხარს და მთელ ჩვენს რესურსებს მივახმართო.
"ამათ ეტყობა არ გაუგიათ, "ნურც მოფრინდები, ნურც გაფრინდები" ყველაზე არასწორი პოზიცია რომაა. ამას ნამდვილად ჯობდა საკუთარი კანდიდატი დაგესახელებინათ. უფრო პატიოსანი საქციელი იქნებოდა. ყველაზე კარგი ის იქნებოდა ბიძოსთვის დაგეჯერებინათ, მაგრამ შიშს მართლა დიდი თვალები ჰქონია, არადა ნაცები რისი მომგებები იყვნენ!" - წერს მერაბ მეტრეველი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე