რეზონანსი
07.09.2018

 ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, 16 წლის გოგონა ძმის მიერ შემთხვევით, სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. სოფელში მომხდარით ყველა გაოგნებულია.

გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთის მიხედვით, სანადირო თოფიდან ტყვია გოგონას არასრულწლოვანმა ძმამ გაისროლა და მას შემთხვევით მოხვდა.

მეორე ვერსიით, კი მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი თაროდან ჩამოუვარდა და ტყვია გავარდა.

16 წლის გოგონას ცხედარი ამ ეტაპზე პროზექტურაშია გადასვენებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×