დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომელიც ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურის გამართვის საჭიროება, სავარაუდოდ, არ იქნება.
„კობახიძე როდის შეხვდა ბოლოს ამომრჩეველს და მოსახლეობას, ეგ კითხეთ და მაგის მერე გავაკეთებ განცხადებებზე კომენტარს. მე მგონი მაგას ცოცხალი არამინისტრი და არადეპუტატი ადამიანი დიდი ხანია არ უნახავს, ამიტომ არ მგონია რიგითი მოქალაქეების აზრი კარგად იცოდეს“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველ ტურში ვერ გაიმარჯვებს.
„მე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგი არ ვარ, მე ვარ ფორმის წინააღმდეგი. ქალბატონი სალომე „ქართულ ოცნებას“ კანდიდატად რომ დაესახელებინა, ეს სხვა საკითხი იქნებოდა. პირველ ტურში მოუგებლობა ჩვენთვის სერიოზული პრობლემაა, რადგან მეორე ტური სასიამოვნო არ არის“, - განაცხადა ჭიჭინაძემ "360 გრადუსში".