რეზონანსი
08.09.2018

 ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით შსს-ს მი მიდგომას აფასებს. მისი აზრით, გადაწყვეტილება რეგულაციებთან დაკავშირებით სწორია, თუმცა რამდენიმე საკითხს სადავოა.

მან ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე ავტომობილის მართვისას მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს და აღნიშნა, რომ ეს რთული პროცესია, რადგან მარიხუანა მოხმარებიდან ერთი თვის შემდეგაც შეიძლება აღმოჩნდეს შარდში.

"ეს არის საკმაოდ რთული პროცედურა. მარიხუანას თვისებებიდან გამომდინარე, შარდში კვალის აღმოჩენა შესაძლებელია ერთი დღიდან ერთ თვემდე. შესაბამისად, ადამიანს, რომელიც მანქანას მართავს, შეიძლება ნებისიერი სხვა ნივთიერება ჰქონდეს მიღებული, რომლის დიაგნოსტირებაც ვერ ხდება. მისი დიაგნოსტირების დროს შესაძლებელია მარიხუანა იყოს აღმოჩენილი შარდში და ყველაფერი დაბრალდეს მარიხუანას. ეს უნდა დადგინდეს კლინიკურად, იმ მომენტში აქვს თუ არა მარიხუანა მოხმარებული", - განაცხადა სიხარულიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×