რეზონანსი
08.09.2018

 (რეზონანსი) საგანგებო სიტუციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 3-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლე კი, პერიოდულად, 3 მეტრს მიაღწევს.

ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა. შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.

ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში.

„ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს. აკრძალვა მოქმედებს 9 სექტემბრის 10:00 საათამდე", - აცხადებს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×