(რეზონანსი) რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი სალომე ასათიანი, ფეხბურთელ გურამ კაშიას ირგვლივ არსებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს არის სიკეთე, რომელიც პირდაპირ და დიდხანს აისახება ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე.
"ერთიც, მთავარი: ყველაზე დიდი სიკეთე - აი ნამდვილი, ჭეშმარიტი, ურყევი სიკეთე - კაშიამ იმ ასობით ბიჭს გაუკეთა, რომლებიც მუდმივი წნეხის, ჩაგვრის ქვეშ არიან თანაკლასელების, ამხანაგების, უფროსი ძმების თუ მამების მხრიდან, "არასაკმარისად კაცურად" მიჩნეული ინტერესების თუ ქცევის გამო. რომლებსაც ეს ყოველდღიური ჩაგვრა, დაცინვა, წამორტყმა ხშირად დეპრესიისკენ, მარტოობისკენ, ზოგჯერ საერთოდ სუიციდური აზრებისკენ უბიძგებს, რომლებსაც ართმევენ თვითშეფასებას, საკუთარი თავის მიღების და სიყვარულის უფლებას. მისნაირი ფიგურის თანადგომა, სოლიდარობა, გამოქომაგება ყველაფერს ნიშნავს და ესაა ყველაფერზე მნიშვნელოვანი. ფეისბუკ-ომები ჩაივლის, სტადიონზე თამაშიც ერთი საღამოს ამბავია. მაგრამ ეს სიკეთე პირდაპირ და დიდხანს აისახება ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე, ბედზე და მომავალზე"- წერს სალომე ასათიანი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე