(რეზონანსი) ლაშა ცუცქირიძე, რომელმაც საზოგაოებას, ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე, მისი განსაკუთრებული მიმართვით "კა"-თი დაამახსოვრა თავი, ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
"ახალი კარიკატურა დამიხატა სუსის სუნიანმა ბოტტებმა და კარიკატურისტებმა. მოკლედ ისევ აქტუალური ვყოფილვარ რაც ძალიან მახალისებს. შინაარსი მართლა მაგარია და უკან ბანერიც. გახარია გომელაურო ივანიშვილისავ.
დიახ "რ2" ჩემი ტელევიზიაა და კბილებით ვიცავდი და დავიცავ! რაც ბანერს შეეხება პრეზიდენტი სააკაშვილი ჩამოვა და მე მას დავხვდები! "რუსთავი 2" თქვენი პოლიტიკური განადგურების მთავარი იარაღია და ვამაყობ, რომ ამ არხის გადასარჩენად ყინვაში 2 კვირა ვიდექი ჯანმრთელობის ფასად ტელევიზიის შესასვლელთან! მიშა ჩემი პრეზიდენტია და მასთან ერთად გადაგაშენებთ პოლიტიკური ველიდან.
"და ბოლოს ის მწვანე ბოლი რომელიც მიმახატეთ ალბათ მარიხუანას ბოლს გულისხმობთ, მზად ვარ ყოველ დღე მოგიშარდოთ რათა ბოლომდე გადაამოწმოთ, რომ არ ვარ არცერთი ფსიქოტროპული საშუალების მომხმარებელი და არც ვყოფილვარ არასდროს!!! გახარია გამოდი გიცანი. გახარია ერთხელ კიდევ ვიტყვი "კაას" და ამის მოსმენა უკვე ბრალდებულის სკამიდან მოგიწევს", - წერს ცუცქირიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე