რეზონანსი
08.09.2018

 (რეზონანსი) ვაზიანში, სასროლეთის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გუშინ 26 წლის ვაჟა შათირიშვილი დაიღუპა. სამხედრო მოსამსახურეს, მეუღლე და 3 წლის ბავშვი დარჩა.

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მე-3 ასეული, ვაზიანში არსებულ სასროლეთზე სწავლების მიზნით იმყოფებოდა და უბედური შემთხვევა სწავლების დასრულების შემდეგ მოხდა.

როდესაც სამხედრო მოსამსახურეები სასროლეთის ტერიტორიას ტოვებდნენ, ავტომანქანა გადაბრუნდა, რის შედეგადაც შათირიშვილი დაიუპა და რიგითი გიორგი ძაგანაშვილი და მეტყვიამფრქვევე გიორგი ვარძელაშვილი დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×