რეზონანსი
08.09.2018

 (რეზონანსი) მწერალი მერაბ შათირაშვილი, ფეისბუქე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

"რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება და რას ვეგუებით ჩვენ? რამაც დღემდე მოგვიყვანა, ყველაფერ ქართულს ვანადგურებთ, პირდაღებული პროდასავლური ვითომდა ღირებულებებითა და პროექტებით მოლაყბე ხელისუფლებასა და ე.წ. ენჯეოების გამაბრუებელ, ტვინისა და სულის მომწამვლელ ნოვაციებს ვისმენთ და ავყოლილვართ ჩვენეული, სააკუნეებით შექმნილი ღირებულებების გამხრწნელ იდეოლოგიასა და ქმედებებს;

ჩვენ არ მოგვიღწევია დღემდე საკუთარი სულიერებისადმი საწინააღმდეგო რწმენით, არ დავხოცილვართ და სისხლი არ დაგვიღვრია მომხვდურთან ბრძოლაში კეკლუცობითა და გლობალიზაციური სიბრიყვით, ჩვენ არ შეგვიქმნია ქართული კულტურა და საყრდენი მეობისა აღრეული აზროვნებითა და ქართველობის არსში დაპირისპირებით, ჩვენ რწმენასა და ღირებულებებში მუდმივად ერთნი ვიყავით და დღეს, რას დავემსგავსეთ?

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ქართველ კაცს ქართველობა მობეზრდა, ხელი ჩაიქნია და საკუთარი სხეულის განადგურებით ერთობა, კიდურებს იგლეჯს და თვალებს იკორტნის, ყურებს იხშობს და ხმას გაუკუღმართებული სქესის ორომტრიალით იცვლის, თვილმკვლელი გველივით შარაზე გასული მძიმე მუხლუხას გადავლას ელის და სულის ამოხდომას დაუნანებელი თვითგანადგურებით ზეიმობს...

ჩვენ, გარდუვალი სიკვდილისკენ მივილტვით, ეროვნულობისა და სულიერების სიკვდილისკენ - ფიზიკურად აღმოფხვრისკენ სააქაოდან და, დაე, ღირსეულად მაინც მოგვეღოს ბოლო: „ქართველები ვართ და ჩვენი წინაპრის კვალდაკვალ ვკვდებით!" ეს სიტყვები მაინც აღმოგვხდეს", - წერს შათირიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×