რეზონანსი
08.09.2018

 (რეზონანსი) პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში მხარდამჭერების ხელმოწერები შეიტანა. მან 73 ათასზე მეტი ხელმოწერის მოგროვება შეძლო.

„მინდა, ვისარგებლო ამ საშუალებით და ყველას ძალიან დიდი მადლობა მოვახსენო, ვინც მუშაობდა ხელმოწერების მოგროვებისთვის, ძალიან ბევრი ღამე ათიეს ამ საქმეში. მინდა, ასევე მადლობა მოვახსენო იმ ადამიანებს, ვინც ხელი მოაწერა და ამით მომცა საშუალება, რომ ჩემი კანდიდატურა დარეგისტრირდეს ამ დღეებში. მინდა, მაინც მადლობა მოვახსენო იმათაც, ვინც არ მოაწერა ხელი ან ვერ მოაწერა, ან არ უნდოდა ხელის მოწერა, რამეთუ მე ვიქნები მათი პრეზიდენტიც," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×