ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავ:
"6 წელი ვცდილობდი ადამიანურ კონტაქტს, შეხვედრას, რომ მეთქვა ყოველივე ამის შესახებ, მაგრამ მიუხედავად მრავალგზის მცდელობის ვერ მივაღწიე ამას, ვერ გავარღვიე მის ირგვლივ ხელოვნურად შექმნილი მოჯადოებული წრე…
რახანს ამ ფორმით მომიწია კომუნიკაცია, ერთს გეტყვი მხოლოდ ჩემო ბიძინა, ღიად და ალალად: განწირული ხარ ამ მანქურთების გარემოცვაში!
ნოსტრადამუსი არ ვარ, მაგრამ არ ვცდები, 2008-ში ვუწინასწარმეტყველე მსგავსი მიშას, ჯერ კიდევ მისი გარემოცვის პირით.
დაგღუპავენ ჩემო ბიძინა და არ მინდა ხელმეორედ, ისედაც მოლაყლაყებული შენობის ნანგრევებში, სიკეთის გამო ხელმეორედ მოვყვე.
ნუ ენდობი მაგ არაკაცებს ვინც ახლა გარწმუნებენ, ქირქილებენ, „ხომ გეუბნებოდი ბედუკაძე სააკაშვილის მხარეს იყო და არისო“.
გაგწირავენ, მათი რწმენა-ფულია, სალოცავი - თანამდებობა, სისხლს გწოვენ და როცა აღარ გექნება (ღმერთმა გიმრავლოს!) ფასკუნჯივით გახდები.
ნუ გეშინია, პირობას ვდებ, სააკაშვილს არ შევეკვრები, არ ვარ ის კაცი, სხვებივით ზურგში ლახვარი ჩაგცე.
ყველაფერი გავიღე და დავკარგე ამ ქვეყნის, ამ ხალხისთვის რაც გამაჩნდა - ოჯახი, სამსახური, კარიერა, მომავალი,უსაფრთხოება. ვიქეცი ათასგავრი თავდასხმის, შეურაცხყოფის, ცილისწამების ობიექტად, განა დამიცვა ვინმემ ?!
ვაცხადებ პირდაპირ და ღიად ბრალს ვდებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ერთგულ უწყებად რომ წარმოგიდგენია – ჩემს იზოლაციაში, სახელმწიფოებრივ დევნაში, ფსიქოლოგიურ ტერორში.
ისინი ყოველმხირვ, ყველა გზით, ხერხით, საშუალებით ახდენენ ჩემს ბლოკირებას, იზოლირებას, ოფიციალურად მათ მიერ ვარ გამოცხადებული სახელმწიფოს მტრად, პერსონა ნონგრატად.
ვიცი, რა თქმა უნდა, ყოველივეს უარყოფენ, მაგრამ ფაქტი სახეზეა:
და რადგანაც, ამ ქვეყანაში ადამიანების დაფასების, შეფასების, დასაქმების საფუძველი და კრიტერიუმი მხოლოდ შანტაჟის, ზიზღის ენით სუბარია, ყოველგავრი ახსნა-განმარტების გარეშე გსპობენ, განადგურებენ, არ გაძლევენ ადამიანურად არსებობის საშუალებას, განა ვინ გამამტყუნებს ვინმე უარი ვთქვა იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე, რომელსაც არ უნდიხარ, რომელსაც ადამიანების ნიღბებს მორგებული ტურები მართავენ?
ნუთუ სხვა რამაა „სახელმწიფო ტერორი“, როცა აიძულებთ ადამიანს უარი თქვას თავის ქვეყნის მოქალაქეობაზე? რატომ მიბიძგებთ ამისკენ, რა დაგიშაევთ, რით გეღობებით, რით დაგაშინეთ ასე?
უახლოეს დღეებში გავაკეთებ განცხადებას საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ”, – წერს ვლადიმერ ბედუკაძე.