რეზონანსი
09.09.2018

 (რეზონანსი) ბოდბის მონასტერში რუსი ტურისტები საცურაო კოსტუმებით მივიდნენ - ფაქტის ამსახვლე ფოტოს ფეისბუქის მომხმარებელი ნინო მაჭარაშვილი ავრცელებს.

მონასტრის ტერიტორიაზე, ასეთი ჩაცმულობის გამო, რუსმა ტურისტებმა შენიშვნა მიიღეს, რაც მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ტერიტორია დატოვეს.

"დღეს ვიყავით საოცარი ამბის მომსწრენი. ბოდბის მონასტერში წმინდა წყალთან რიგში დგომის დროს, შემოვარდა შავი ჯიპი რუსული ნომრებით, გამოვარდნენ ქალი და კაცი საცურაო კოსტუმებით (პირდაპირ პლაჟიდან) და შეუერთდნენ მომლოცველებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. შენიშვნა მისცეს, რამაც პირიქით მათი აგრესია გამოიწვია (როგორც სჩვევიათ ხოლმე ოკუპანტებს) და დემონსტრაციულად დატოვეს ტერიორია. აი, რისი გადაღებაც შევძელით" - წერს ნინო მაჭარაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×