რეზონანსი
10.09.2018

 ხულოს სახელის შეცვლასთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ კომენტარი არ გააკეთა. როგორც მან „ანაცხადა,  ეს საკითხი მისთვის იმდენად მიუღებელია, რომ კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. აღნიშნული საკითხი განხილვადაც არ ღირს.

„აიპრესი“ დაინტერესდა ადგილობრივების აზრით და შემთხვევითი პრინციპით შერჩეულ 15 მოქალაქეს ჰკითხა აზრი. საინტერესო კი ისაა, რომ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობამ ნეგატიური აზრი გამოხატა. ისინი ამბობენ, რომ ხულოში სოფელი დიდაჭარა უკვე არის და ხულოს სახელის შეცვლა არ სჭირდება.

საქმე ისაა, რომ ხულოს სახელის შეცვლა და „დიდაჭარის“ წოდებასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფმა წერილი უკვე მოამზადა და ახლა ხელმოწერებს აგროვებს. როგორც წერილის ავტორი გოჩა ირემაძე ამბობს, წერილი ჯერ საკრებულოში არ გადაუგზავნია. ხელმოწერების რაოდენობა საკმაოდ ბევრია, თუმცა წერილს საკრებულოში არჩევნების დასრულების შემდეგ გადააგზავნის, რადგან მას პოლიტიკური ხასიათი არ მიეცეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×