რეზონანსი
10.09.2018

 (რეზონანსი) 14 სექტემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა-ელჭექით, მათ შორის იწვიმებს თბილისშიც, ძირითადად საღამოსა და ღამის საათებში. აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, კახეთში მოსალოდნელია სეტყვა.

11 სექტემბერს, დღისით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 22-27 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 26-31 გრადუსი, თბილისში - 30 გრადუსი.

12-14 სექტემბერს, დღისით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 22-30 გრადუსი იქნება; აღმოსავლეთ საქართველოში კი 26-31 გრადუსი, თბილისში - 31 გრადუსი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×