რეზონანსი
10.09.2018

 (რეზონანსი) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში,სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კაბინეტის მოწყობასორბელიანების სასახლეში გეგმავს.

როგორც ზურაბიშვილმა "იმედის კვირასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სამსახურში იმ სახლიდან ივლის,სადაც ახლა ცხოვრობს.

"ძალიან ახლოს არის, ფეხით შეიძლება ათონელზე გადასვლა.

ვთვლი, რომ აურა, რომელიც პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას აქვს, მე არ მიხდება, არც აურა და არც ჰავა.ორბელიანების სასახლე ბევრად უფრო უხდება ქვეყანას, ვიდრე ფსევდო რაიხსტაგი მიშას მიერ მოფიქრებული" -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×