რეზონანსი
10.09.2018

 ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მიანმარში მუსლიმების წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებს მხარს დაუჭერს, მის პოზიციას აღარ გაიზიარებს. ამის შესახებ კადიროვმა თავის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში ისაუბრა.

მიანმარში კონფლიქტი 25 აგვისტოს „მუსლიმი-როჰინჯების" მიერ პოლიციაზე განხორციელებული თავდასხმით დაიწყო და 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მას შემდეგ, იქ 100-მდე შეტაკება მოხდა, 370 უკანონო მებრძოლი გაანეიტრალეს, რასაც შეიარაღებული ძალების 15 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა.

კადიროვის თქმით, „თუ იმ შაითანებს რუსეთი მხარს დაუჭერს, მზად ვარ, მის წინააღმდეგაც წავიდე, რადგან მე ამ საკითხზე ჩემებური ხედვა და პოზიცია მაქვს", - ამბობს კადიროვი თავის მიმართვაში და იქვე იმედი გამოთქვა, რომ ამ მასობრივ მკვლელობაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×