მარიამ კუპატაძე
10.09.2018

 ოქტომბრიდან თბილისის მეტროსა და ავტობუსებში VISA/MasterCard-ის ბარათებით გადახდა იქნება შესაძლებელი.

თბლისის მერიის ინფორმაციით, სისტემის ოპერირების უფლება საქართველოს ბანკმა 10 წლით მიიღო.

როგორც გამოცემა gbc.ge წერს, ახლა მიმდინარეობს ავტობუსების და მეტროს გადახდის აპარატების სისტემური განახლება. აპარატების დიზაინზე დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ იმუშვა.

ზვიად ციკოლიას განცხადებით, კომპანია „აზრი"-სთან ერთად ჯერჯერობით ეს პირველი პროექტია. მისი თქმით, შეიქმნა მეტროს ტურნიკეტების ახალი დიზაინიც, მაგრამ ხელისუფლებამ კვლავ სტანდარტული არჩია.

მათი თქმით, სიახლე რომელიც ასევე ოქტომბრიდან ახალ აპარატებთან ერთად ამოქმედდება ისაა, რომ მეტროში და ავტობუსში როგორც ქართული, ისე უცხოური Visa/MasterCard ბარათებით გადახდა იქნება შესაძლებელი.

თუმცა, პროგრამულად ასევე შესაძლებელია, რომ ქართულმა ბანკებმა თავის კონკრეტულ ბარათებზე გადახდის შეზღუდვა დააწესონ.

მუნიციპალურ ტრანსპორტში დარჩება ძველი აპარატები, რადგან ახალი გადახდის სისტემა ხურდა ფულს არ მიიღებს

ახალი სისტემის შესახებ თბილისის მერიამ 2017 წლის ივნისში დაანონსა. მაშინ მუნიციპალიტეტში აცხადებდნენ, რომ სისტემა მოიცავს დისპეჩერიზაციის ავტომატურ სისტემასაც, რომელის საშუალებითაც მეტი სიზუსტით იქნება შესაძლებელი ავტობუსის განრიგის და მოსვლის დროის კონტროლი. დაიხვეწება საინფორმაციო ვებ გვერდი და მობილური აპლიკაცია.

ამ დროისათვის არსებული გადახდის სისტემა 2007 წელს დაინერგა და მის ოპერირებას „საქართველოს ბანკი" ახორციელებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×