რეზონანსი
11.09.2018

 „რესპუბლიკური პარტიის“ თბილისის საკრებულოს სიის მეშვიდე ნომერი ნინო ბოლქვაძე საჭიროდ მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში ლგბტ თემის წარმომადგენლები მოვიდნენ. მისი აზრითმ, ისინი უკეთ შეძლებენ ამ თემის წინაშე არსებული პრობლემების წარმოჩენასა და მოგვარებას.

„საჭიროა, რომ პოლიტიკაში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები გამოჩნდნენ, იმიტომ რომ მათ ყველაზე კარგად იციან ის საკითხები და პრობლემები, რაც მათ აწუხებთ. ისინი შეძლებენ ამ პრობლემების წარმოჩენასა და ადვოკატირებას იმ დონეზე, სადაც მიიღება გადაწყვეტილებები. ეს არის აბსოლუტურად აუცილებელი საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ეს ყველას უსაფრთხოებას ეხება, რადგან რომელიმე ნიშნით ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა გულისხმობს იმას, რომ ხვალ ნებისმიერი ადამიანის, ნებისმიერი მოქალაქის უფლებები იქნება დარღვეული“, – აცხადებს ბოლქვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×