განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი თამარ სანიკიძე ყოფილ თანამშრომლებს "ფეისბუქით"მიმართავს:
„მინდა, მივმართო ჩემს კოლეგებს და თანამშრომლებს, რადგან ყველასთან პერსონალურად დამშვიდობება ვერ მოვახერხე.
2016 წლიდან მოყოლებული, რომ არა თქვენი საქმისადმი დამოკიდებულება და სურვილი, რომ რეალური გარდატეხა მომხდარიყო სისტემაში, რომელსაც ყველანი ვემსახურებით, შეუძლებელი იქნებოდა იმ პროცესების განხორციელება და შედეგების მიღწევა, რასაც ბოლო ორი წლის მანძილზე მივაღწიეთ", -
სოციალურ ქსელში გავრცელებული ამ შინაარსის წერილით დაემშვიდობა განათლებისხარისხის განვითარების დირექტორი თამარ სანიკიძე თანამშრომლებს.
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის უკვე ყოფილი დირექტორი წარმატებებს უსურვებს თანამშრომლებს და ამბობს, რომ იმ სამუშაოების შედეგები, რომელიც მისი ხელმძღვანელობის დროს დაიწყოუწყებაში უახლოეს მომავალში გამოიკვეთება.
მისივე განცხადებით, მისი საქმიანობის მთავარი ორიენტირი იყო ის ვალდებულებები, რომელიცსაქართველოს ევროპასთნ ასოცირების შეთანხმებით აქვს ნაკისრი და რომლებიც პირდაპირ კავშირშიაქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის გაჯანსაღებასთან.
„ბოლონიის ფარგლებში მნიშვნელოვან მარეგულირებელ დოკუმენტებთან ჩვენი ხარისხის შეფასებისმექანიზმების შესაბამისობაში მოყვანა არ იყო მარტივი. განსაკუთრებით, როდესაც ამ კუთხით ევროპისწამყვანი ინსტიტუციები გაკვირდება. მიუხედავად დიდი რეზისტენციისა ჩვენ ეს მოვახერხეთ, მართლაც,დაუღალავი შრომითა და ჩვენი პარტნიორი ინსტიტუტების დახმარებით. ეს საქმე აუცილებლადდასრულდება ხარისხის მართვის ევროპულ ქსელში გაწევრიანებით, რომელიც ახლა გარდამტეხ ეტაპზეა. ENQA-ში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ჩვენი ხარისხის შეფასების სისტემა იქნება ევროპაში აღიარებული დასანდო, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უმაღლესი განათლების ხარისხს, ხოლო საქართველოშიგაცემული დიპლომები/კვალიფიკაციები იქნება ავტომატურად და უპირობოდ აღიარებული უცხოეთში.ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომ მთელს რეგიონში საქართველო და ხარისხის ცენტრი იქნებაპირველი, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სამედიცინო განათლების მსოფლიოფედერაციის (WFME) აღიარება და საერთაშორისო მააკრედიტებლის უფლება ექნება. ეს უფლება ცენტრმამოიპოვა სამაგალითო შეფასებებით, არა როგორც "დამწყებმა", არამედ სრულ შესაბამისობაში მყოფმაგანვითარებულმა ორგანიზაციამ, რისთვისაც ურთულესი პროცესები გავიარეთ", -წერს თამარ სანიკიძე.
მისივე ინფორმაციით, პროცესი პრაქტიკულად ბოლო ფორმალურ მხარეს გადის და შედეგი უკვე ნოემბერშიოფიციალურად გამოქვეყნდება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამედიცინო სკოლებისა და მომავალიკურსდამთავრებულებისათვის.
თამარ სანიკიძე საუბრობს ცენტრის როლზე პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბებაში.
„აქ დაინერგა მოდულური საგანმანათლებლო პროგრამა, პირველად განხორციელდა დუალური პრინციპითსწავლების პროცესი, დონორების მხარდაჭერით მოხდა ზოგადი განათლების ინტეგრაციის პილოტირებაპროფესიულ სწავლებაში და მრავალი სხვა. ცენტრის მიერ მომზადებული უკანასკნელი ცვლილებებიკანონში კი, საშუალებას მისცემს ქართულ საგანმანათლებლო სისტემას, რომ რეალურად პირველადშესთავაზოს ბენეფიციარებს უწყვეტი განათლების პრინციპზე აგებული სისტემა, ყოველგვარისაგანმანათლებლო "ჩიხების" გარეშე, ევროპულ ჩარჩოსთან თავსებადი ეროვნული კვალიფიკაციებისჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მეშვეობით." - განმარტავს სანიკიძე.
წერილის ბოლოს კი სანიკიძე უკვე ყოფილ თანამშრომლებს წარმატებებს უსურვებს. „თქვენი მოწოდებითადა დაუღალავი შრომით, რომლის გამოც არაერთხელ გამხდარხართ დაუმსახურებელი კრიტიკისადრესატები, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეთ სისტემის განვითარებასა და ასოცირების დღისწესრიგისშესრულებაში. მინდა, წარმატება გისურვოთ! თქვენთან გატარებული ყოველი დღე ჩემთვის იყო სიამოვნება! P.s. მერა რა, რომ ბევრს "ვჩხუბობდით" - დასძენს თამარ სანიკიძე.
თამარ სანიკიძემ თანამდებობა მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. ამის შესახებ განცხადება განათლების მინისტრმა გუშინ გააკეთა. მასთან ერთად თანამდებობების დატოვება მოუწიათ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მაია მიმინოშვილს, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს გიორგი მაჩაბელს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორს მანანა მიქაბერიძეს და მინისტრის ორ მოადგილეს, თემურ მურღულიასა და ლია გიგაურს.