რეზონანსი
11.09.2018

 (რეზონანსი) მთავრობა, სამედიცინო და კოსმეტიკური მოხმარების მიზნით,ექსპორტზე გასატანად მარიხუანას მოყვანა-წარმოებას გეგმავს - ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ „ქართული ოცნების"ოფისში გამართულ შეხვედრაზე მარიხუანასთან დაკავშირებულსაკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც შსს-ის წარმომადგენლებმადეპუტატებს გააცნეს.

როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებულისაკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას.

„გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიერ მომზადებულია პროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებას მკაცრსამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს და გარკვეულ ადგილებში მარიხუანას მოხმარებას ზღუდავს. ამასთან, მთავრობაგანიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს. ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით მარიხუანას გასაღება რჩება დასჯადი სისხლის სამართლის წესით." - აცხადებენ უწყებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×