(რეზონანსი) მე-12 კლასში შემავალი საგნების - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უზრუნველყოფის. ასევე ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდების ჩატარების განრიგი დამტკიცდა. ინფორმაციას edu.aris.ge-ი ავრცელებს.
მინისტრის ბრძანების თანახმად, ექსტერნატის გამოცდები ცენტრალიზებულად (საგანმანათლებლო რესურსცენტრებში), პირველ სესიებად ელექტრონული ფორმით ჩატარდება.
განრიგი საგნების მიხედვით:
ქართული ენა და ლიტერატურა - 11 სექტემბერი (10:00 საათი)
მათემატიკა - 12 სექტემბერი (10:00 საათი)
ისტორია - 13 სექტემბერი (10:00 საათი)
სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება - 14 სექტემბერი (10:00 საათი)
ინგლისური ენა - 15 სექტემბერი (10:00 საათი)
რაც შეხება ექსტერნატი გამოცდების ბარიერს, როგორც სამინისტროში გვითხრეს, ბარიერი შარშან 5 იყო და წელს არ შესულა ბრძანებაში ცვლილება და შესაბამისად, წელსაც ასე იქნება.