რეზონანსი
12.09.2018

 თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი მას ჯერ კიდევ ცხრა წლის წინ უმტკიცებდა, რომ საქართველოს განვითარების და გადარჩენის ერთადერთი გზა აფხაზეთზე უარის თქმა იყო:

"ზურაბიშვილს კარგად რომ არ ვიცნობდე და დღემდე ამდენი მავნებლური რამ რომ არ ეთქვა, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, კიდევ არაფერს ვიტყოდი მასზე. ეს ქალბატონი, თავისი აზროვნების უნარით, გონიერებით, მსოფლმხედველობით და არტიკულაციით არის ემზარ კვიციანის კლონი თუ პროტოტიპი. ის, რომ 1921 წლის შემდეგ საქართველოში დარჩენილ ყველა ქართველს ზემოდან გვიყურებს, როგორც ცისფერსისხლიანი პლებეებს და ყველა აქ დარჩენილ/დაბადებულს კომკავშირის პირმშოებად აღგვიქვამს, ეს ჩემთვის ახალი არაა, რადგან ასეთი რამ საფრანგეთში ხუთწლიანი ცხოვრების მანძილზე ბევრი მისნაირი ქართველისთვის შემიმჩნევია.

არასოდეს დამავიწყდება ცხრა წლის წინ, აგვისტოს ომის შემდეგ პარიზში შეხედრისას თუ როგორ მიმტკიცებდა, რომ ქართული სახელმწიფოს გადარჩენის და განვითარების ერთადერთი გზა განგრენით დაავადებული ხელის ამპუტაცია ანუ აფხაზეთზე ერთხელ და სამუდამოდ უარის თქმა იყო.

ეჭვი არ მეპარება, დღემდე იგივეს ფიქრობს. სწორად დაუდია ივანიშვილს ფსონი და "სწორი არჩევანი" აქვს გაკეთებული მასზე" - აცხადებს ოქრუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×