პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე კანაფის მოყვანასა და წარმოებაზე, სამედიცინო მიზნით, ისაუბრა.
მისი თქმით, რეგულაციის ნაწილია ის, რომ მკაცრადრეგლამენტირებული იქნება კანაფის კულტივაცია.
ბახტაძის განცხადებით, ამით თავიდან აცილებული იქნება ქაოტური და კანონსაწინააღმდეგო პროცესები. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ რომ მარიხუანას მოხმარება მკაცრად დარეგულირდება,მისი გასაღება კი კვლავ დასჯადი იქნება.
გარდა ამისა, პრემიერის განცხადებით, ერთი გრამიც არ უნდა მოხდეს უკანონო ბრუნვაში.
"თუ კულტივაცია სამართლებრივ ჩარჩოებში არ იქნება მოქცეული, ეს შექმნის რისკებს. ჩვენი ამოსავალი წერტილიგახლავთ, რომ არ მოხდეს ამ მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შექმნას რისკები. რაც შეეხება ბაზარს, თუ ვინიქნებიან ინვესტორები და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში ეს არის მეორე და მესამეხარისხოვანი. ჩვენთვის მთავარიგახლავთ, რომ არ მოხდეს ამ მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შეუქმნას რისკები ჩვენს საზოგადოებას და მათჯანმრთელობას.
აქედან გამომდინარე, არის აუცილებელი, რომ მოხდეს რეგლამენტირება კულტივაციის. რა თქმა უნდა, ეს არგამორიცხავს, რომ პროდუქცია გავიდეს ექსპორტზე, მაგრამ ეს უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული. ჩვენ უნდავიყოთ დარწმუნებული, რომ ერთი გრამი არ მოხვდება უკანონო ბრუნვაში და ეს არ შექუმნის პრობლემას ჩვენიმოქალაქეების ჯანმრთელობას", - განაცხადა ბახტაძემ.
მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდისსაქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპოსტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკურისაშუალებისათვის. ფაქტს ადასტურებს შინაგა საქმეთა სამინისტროც.